წინასაბაკალავრო პროგრამა
bg bg

წინასაბაკალავრო პროგრამა

წინასაბაკალავრო პროგრამა ბაქსვუდელების კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ამზადებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო და პროფესიული ცხოვრებისათვის.


პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია:

  • პრაქტიკული ტრენინგების კურსი - CV-Resume-ს წერა, სამოტივაციო წერილის წერა, სამსახურეობრივი გასაუბრების სიმულაცია, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკა, ლიდერობა, სამეწარმეო უნარები (Start-Up Club) და ა.შ.;

  • პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა - პროფესიების კვლევა, საორიენტაციო სესია პარტნიორ ორგანიზაციაში, წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები;

წინასაბაკალავრო პროგრამა
წინასაბაკალავრო პროგრამა

  • პროფესიული პორტფოლიოს შექმნა — სოციალური, სამეწარმეო და საქველმოქმედო პროექტების ინიცირება, განხორციელება და მათში ჩართულობა; 
  • პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი (College Counselling) — უნივერსიტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ კონსულტაციის გაწევა, სააპლიკაციო პროცესის ორგანიზება და საუნივერსიტეტო აპლიკაციების მომზადებაში მხარდაჭერა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ წინასაბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, მურო თაკალანძეს ელ-ფოსტაზე: pbp@buckswood.ge ან საუნივერსიტეტო მრჩეველს, ნინო ილურიძეს ელ-ფოსტაზე: counselling@buckswood.ge